ადამინი, დედამიწის პირველი მტერი და უკანასკნელი იმედი !
დაიცავი დედა, დედა მიწა
თითქოს უდარდელი ბავშვობა მთაწმინდაზე გავატარე. არა მთაწმინდის უბნის ქუჩებში, არამედ წმინდა მთაზე! შეიძლება ითქვას, რომ „ტკბილი 90 იანი“ წლების სირთულე სწორედ ამ მთის ბუნებასთან სიახლოვემ გამიფერადა, უკვე მაშინ ვიგრძენი მისი აღმატებულების – დედა ბუნების სიდიადე, უნიკალურობა, ძალა, სიმდიდრე, მრავალფეროვნება და მთელი მისი მისტიური უნივერსალობა.
- იცივის უნდა უთხრა მადლობა ?
- დედა მიწას !
აგერ უკვე რამდენი საუკუნეა ყოველი ცოცხალი საზრდოობს დედა მიწის და მისი დიდებული ბუნების უხვი სიმდიდრით და მრავალფეროვნებით. ძველ დროს შუმერები მიიჩნვდნენ, რომ საკვების განაწილება – სიცოცხლის ჩუქებას უდრის! ათასობით წლის წინ ადამიანმა უკვე იცოდა, რომ ეს მიწა, რომელზეც ნამდვილად სტუმრები ვართ, ადამიანთა ადამიანთა სიცოცხლის ერთადერთი წყარო და ყოველი ცოცხალის დედაა, ის ვინც ასაზრდოებს, შეიფარებს, გამოკვებავს, შთააგონებს და როცა დადგება სიცოცხლის ბოლო წუთი, ისევ ის ჩაიხუტებს ცივ სხეულებს თავის გულში.