მაშინ ანტიკაზე არაფერი ვიცოდი. სასმელიც არ მქონდა გასინჯული და ვერც დიონისეს ახლობლობ–ნაცნობობას დავიბრალებდი, მაგრამ წიგნები მიყვარდა და ვხვდებოდი წიგნი, კითხვა და დალევა ალბად მეგობრები რომ იქნებოდნენ. ვხვდებოდი როცა იმას ვკითხულობდი რისი წაკითხვა და გაგონებაც ყველაზე მეტად მომწონდა, მერე კარგის და ცუდის გარჩევა მოვინდომე და ისიც გაირკვა, რომ რასაც კითხულობ იმას ხშირად ეყრდნობი და ითვალისწინებ, რაც ძირითად შემთხვევაში არაპრაქტიკულია, მით უფრო თუ წიგნის ავტორი გასულ თაობას ეკუთვნის, ალბად ხვდებით რატომაც.
ახლა საკუთარ მორალში მოვინდომე გარკვევა, რა არის კარგი? ცუდი? კარგი ისაა როცა სიკეთეს აკეთებ, სხვას ეხმარები და არავის არ აწყენინებ, ცუდი კი პირიქით, გამოდის რომ მე არც კარგი ვარ და არც ცუდი, მაშინ როგორი ვარ მე? უკვე რამდენ რამეს ვერ ვცემ პასუხს, საერთოდ რატომ დავიწყე ამაზე ფიქრი? ხო, იმ დღეს ფიქრს თავი დავანებე და კითხვასაც. Read the rest of this entry »