RSS

როგორ დათვრები თუკი არ დალევ

09 სექ

მე   და    დიონისე    დავმეგობრდით…                            

      

მაშინ  ანტიკაზე  არაფერი  ვიცოდი.   სასმელიც არ  მქონდა  გასინჯული  და  ვერც  დიონისეს  ახლობლობ–ნაცნობობას  დავიბრალებდი,  მაგრამ  წიგნები  მიყვარდა  და  ვხვდებოდი  წიგნი,  კითხვა   და  დალევა  ალბად  მეგობრები  რომ  იქნებოდნენ.  ვხვდებოდი  როცა  იმას  ვკითხულობდი  რისი  წაკითხვა  და  გაგონებაც ყველაზე  მეტად  მომწონდა, მერე  კარგის  და  ცუდის  გარჩევა  მოვინდომე  და   ისიც  გაირკვა, რომ  რასაც  კითხულობ  იმას   ხშირად  ეყრდნობი  და  ითვალისწინებ, რაც ძირითად  შემთხვევაში  არაპრაქტიკულია,  მით  უფრო  თუ   წიგნის  ავტორი  გასულ  თაობას  ეკუთვნის,  ალბად  ხვდებით  რატომაც.

ახლა  საკუთარ  მორალში  მოვინდომე  გარკვევა,   რა  არის  კარგი?  ცუდი?   კარგი  ისაა  როცა  სიკეთეს  აკეთებ, სხვას  ეხმარები  და  არავის  არ  აწყენინებ, ცუდი  კი  პირიქით,  გამოდის  რომ  მე  არც  კარგი  ვარ  და  არც  ცუდი, მაშინ   როგორი  ვარ  მე? უკვე  რამდენ  რამეს  ვერ  ვცემ  პასუხს, საერთოდ  რატომ  დავიწყე  ამაზე  ფიქრი?  ხო,   იმ  დღეს  ფიქრს  თავი  დავანებე  და  კითხვასაც.

გვიანი  იყო უკვე    ლოთების  რიცხვში  ვიყავი.  მივხვდი, რომ  წიგნი  ისე  მიყვარდა, როგორც   დიონისეს  ღვინო.  კითხვა და  საკუთარი  თავისთვის  ნერვების  შლა  მსიამოვნებდა,  მომწონდა  როცა  მეტი   ვიცოდი, ეს  გართობასაც  აღარ  გავდა,  არც  ნიჭიერი  ადამიანის  ახირებას.  ვერც  ვერაფერს  ვეღარ  ვიზამდი.   ვხვდებოდი  რასაც  ვაკეთებდი  და   უარესსაც  ვაპირებდი,  მაგრამ  ერთის  იმედი მაინც  მქონდა, ყველაფერს  საკუთარი  დადებითი მხარე  ხომ  აქვს  და  მეც  ისე ვიზამ   ამ  ჩემ ახირებას  პროფესიული  განათლების გაღრმავებაში  გამოვიყენებ მეთქი. ასეც  ვცადე.  თითქმის  გამოვიდა  კიდეც , მაგრამ ჩემ  უნივერსიტეტში  სანამ  პროფესიას  ავირჩევდი  იმდენი  არაპროფესიული  საგანი  გავიარე, რომ  ისევ  ავირიე.  მერე  პროფესიაც  ორი  ავირჩიე  და  სულ  გავორდი, ირგვლივ  უამრავი  ინფორმაცია  იყო,  მე  ათვისებასაც  ვერ ვასწრებდი , ჩემი  პროფესიის  გარდა  ტექნიკური  პროგრესის  ფეხის  აწყობაც  მოვინდომე,  ფილოსოფიამ  და  თეოლოგიამ  კი  საერთოდ  ბოლო  მომიღო.

ბოლო  კურსზე  კი  მოხდა  ის  რაც  შეიძლებოდა  ჩემი  ჭირვეულობის  საუკეთესო  დასასრული  ყოფილიყო, მას  მერე  რაც  ხალხის  (უმრავლესობის)  მიმართ  უნდობლობა ჩამომიყალიბდა  და  ყველა  იმ  ადამიანის  მიმართ , ვინც განსხვავებულად  ფიქრობდა  უემოციო  დამოკიდებულება გამიჩნდა…  ჩემ  ცხოვრებაში  ანტიკა  და  გურჩიანი  გამოჩნდა.  ქეთი  ანტიკური  ხანის  თეატრს  გვიკითხავდა, თეატრის  მერე  ლიტერატურაც გავიარე , სილამაზეზე  რომელიც  წავიკითხე  ვერაფერს  დავწერ, ბევრი  გმირი  შემიყვარდა  და  დღემდე  სიამოვნებით  გავცვლიდი  ყველაფერს  იმ ერთადერთ  წარმოდგენაზე რომელიც  ძველ  საბერძნეთში  ანტიკურ  ხანაში  იმართებოდა,  სიამოვნებით  ვიქნებოდი  რიგითი  მაყურებელი,  რომელიც  სცენაზე  გაცოცხლებულ  დიონისეს  ტაშს  დაუკრავდა.

ჩემი  უაზრო  სურვილი,   იმდენი  გამეგო  და  წამეკითხა  რაც  არც არაფერში  მჭირდებობა,  ამომეხსნა  კითხვები, რასაც  დრო  და  გამოცდილება  ვერ  პასუხობდა  სადღაც  გამიქრა.  დღეს  მარტო  იმას  ვკითხულობ  რაც  მსიამოვნებს, რაც  მავსებს და   სადაც  სიმარტივის   და  სიტყვების  ნაზავი   ჭიქა  ღვინოსთან  ერთად   სასიამოვნო  თრობის  შეგრძნებას  ტოვებს.

 

  

                                                                 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on სექტემბერი 9, 2012 დუიმი მე

 

დატოვე კომენტარი

 
Giorgi Sigua's Blog

“God grant me the serenity to accept the things I cannot change, courage to change the things I can, and wisdom to always tell the difference.”

Words from Wincy

Big words from a small girl

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

okay andie

sharing vulnerability and wearing clothes

Automattic Design

Designing a better web

Avidly

a channel of the Los Angeles review of books

Drew & Jonathan

everything

jerrellconner.wordpress.com/

The works of Jerrell Conner

A View From My Summerhouse

Writing yesterday's stories, making sense of today, giving hope for tomorrow...

Discover WordPress

A daily selection of the best content published on WordPress, collected for you by humans who love to read.

Getting to Know Canada

a little bit at a time

vincedorse.wordpress.com/

Fits & Starts: Vince Dorse Process Blog

Cafe Dissensus Everyday

The Blog of Cafe Dissensus Magazine - we DISSENT

Le Poisson Nage

Four Years of Learning French

ideas.ted.com

Explore ideas worth spreading