– გამარჯობა ქალბატონი ექიმო ნ. მე თქვენი პაციენტი ვარ , ქეთი და თქვენ რეცეპტზე ერთადერთი რაც გავარჩიე ( თქვენი ნომრის გარდა) ასო ნ – ა.
– გამარჯობა. რომელი ქეთიიი?
– აი ის ხორცი რომ არ მიყვარს.
– 😀 😀 ხო, ხო, ხოო გამახსენდი, როგორ ხარ ძვირფასოო? გაიკეთე ანალიზებიიი?
– კი და ტელეფონზე გითხრათ?
– აბა მიდი, გისმენ.
– მოკლეთ როგორც ელოდით ნორმაზე დაბალია.
– ეგ არაფერი, ხო იცი მერე მაგას რა შველიიის?
– არა.
– მიწისთხილი.
– სერიოზულად?
– ხოო, დღეში 3-4 ცალი აუხალავი მიწისთხილი.
– ააა 😀 კარგით, დაგირეკავთ ხოლმე 🙂
– კაი სიხარულო და ისე არ ინერვიულო, შენ არ ხარ ერთადერთი ორსული, რომელიც ხორცს არ ჭამს.
– რააა???????????? მე არ ვარ ორსული.
P.s. ვერ მიცნო 😦 😦 , მაგრამ ეგ არფერი მთავარია ადამიანმა რწმენა არ დაკარგო , რწმენა საკუთარი თავის და კიდე იმ ექიმის მიწისთხილს ანალიზის შედეგების გაგებამდე რომ არ გინიშნავს.
მომიტევეთ, რომ დაგტოვოთ უნდა,
წვიმას აპირებს.
(აფთიაქში მიწისთხილს უნდა მიუსწროოოოო)